სერვისები

დიაგნოსტიკიდან სრულ აღდგენამდე.

სამი მიმართულება, ერთი გეგმა. რა და რა თანმიმდევრობით დაგჭირდებათ, ექიმი კონსულტაციაზე წყვეტს.

Heals Clinic-ის სავარჯიშო დარბაზი
  • ექიმის კონსულტაცია და მიო‑ფასციალური დიაგნოსტიკა

    საქართველოში ინოვაციური მეთოდი, დაფუძნებული ჯანმო-ს ICF კლასიფიკაციაზე: შედეგი თვალსაჩინოა და დოკუმენტურად ფიქსირდება.

  • სამკურნალო ვარჯიში

    ინდივიდუალური სესიები სპეციალისტთან ერთად: ტანდეგობის აღდგენა, ტორსის გაძლიერება და სწორი მოძრაობის ჩვევა.

  • სამკურნალო მასაჟი

    კისრის, ზურგის, კიდურების ან მთლიანი სხეულის მასაჟი; კურსში ვარჯიშს ერწყმის, ცალკეც შესაძლებელია.

  • ფიზიოპროცედურები

    ფონოფორეზი, ელექტროსტიმულაცია და ულტრაბგერა ანთებისა და ტკივილის შესამცირებლად, ქსოვილის აღდგენისთვის.

  • დარტყმითი ტალღოვანი თერაპია

    ქრონიკული ტკივილისა და მყესების პრობლემების დროს, ექიმის დანიშნულებით.

  • სრული სარეაბილიტაციო კურსი

    12 ინდივიდუალური ვარჯიში და 12 მასაჟი ერთ თვეში, სახლის გეგმით და ექიმის უფასო განმეორებითი კონსულტაციით.

ჩვენი მეთოდი

მკურნალობა სამ ეტაპად.

ტკივილის მოხსნა საკმარისი არ არის, თუ მიზეზი რჩება. ამიტომ თითოეული კურსი ერთსა და იმავე გზას გადის.

  1. ტანდეგობის აღდგენა

    სიმძიმის ცენტრის დაბალანსება, რომ დატვირთვა სხეულზე სწორად გადანაწილდეს.

  2. ტორსის გაძლიერება

    აღდგენილი ტანდეგობის განმტკიცება, რომ შეზღუდვა აღარ დაბრუნდეს.

  3. სწორი კავშირი გარემოსთან

    პაციენტი სწავლობს, როგორ იმუშაოს, იჯდეს და იძინოს ისე, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არ დაზიანდეს.

კლინიკაში დარეკვა

Heals Clinic

აირჩიეთ საკომუნიკაციო არხი

არჩეული არხი ახალ ფანჯარაში გაიხსნება.