ხშირი კითხვები

ყველაფერი, რაც პირველ ვიზიტამდე უნდა იცოდეთ.

რა ხდება პირველ ვიზიტზე?

ექიმი გისმენთ, გსინჯავთ და ატარებს მიო‑ფასციალურ დიაგნოსტიკას ICF კლასიფიკაციის მიხედვით. ვიზიტის ბოლოს გაქვთ დოკუმენტურად დაფიქსირებული შედეგი და მკურნალობის გეგმა. კონსულტაცია 70 ₾ ღირს.

რას მოიცავს სრული კურსი?

12 ინდივიდუალურ სამკურნალო ვარჯიშსა და 12 სამკურნალო მასაჟს ერთი თვის განმავლობაში. ირჩევთ დღეებს: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი ან სამშაბათი/ხუთშაბათი/შაბათი. ღირებულებაში შედის ვარჯიშების გეგმა სახლისთვის; კურსის განმავლობაში მდგომარეობა ორჯერ მოწმდება, დასრულების შემდეგ კი ექიმთან განმეორებითი კონსულტაცია სამი თვის განმავლობაში უფასოა.

უნდა ვიცოდე, რომელ სერვისზე ჩავეწერო?

არა. დაგვიკავშირდით და აგვიხსენით, რა გაწუხებთ. ყველაფერი ექიმის კონსულტაციით იწყება, და სწორედ იქ წყდება, ერთი პროცედურა დაგჭირდებათ, მასაჟის კურსი თუ სრული რეაბილიტაცია.

რა არის კინეზოთერაპია?

მკურნალობა მოძრაობით: მიზანმიმართული ვარჯიშები, რომლებიც აღადგენს მობილობას, ძალას, კოორდინაციასა და ფუნქციას. Heals Clinic-ში თითოეული პროგრამა ინდივიდუალური დიაგნოსტიკის საფუძველზე იქმნება.

როგორ ჩავეწერო?

დარეკეთ 574 15 18 18-ზე ან მოგვწერეთ Facebook-ზე, Instagram-ზე ან WhatsApp-ში. ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში შეგირჩევთ დროს და დაგიდასტურებთ ვიზიტს.

კლინიკაში დარეკვა

Heals Clinic

აირჩიეთ საკომუნიკაციო არხი

არჩეული არხი ახალ ფანჯარაში გაიხსნება.